პსჟ დეზირე დუესთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
პსჟ დეზირე დუესთან კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებას და ფეხბურთელისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.
19 წლის ტალანტი, რომელიც გუნდთან კონტრაქტით 2029 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება.
დეზირე დუემ შარშანდელ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 61 მატჩში 16 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ასევე მოხვდა ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში და მე-14 პოზიცია დაიკავა. ამავე დროს, მან ლიგა 1, საფრანგეთის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი მოიგო. გუნდურის გარდა, დეზირე დუეს წილად ინდივიდუალური ჯილდოც ხვდა და ოქროს ბიჭუნას პრესტიჟული პრიზი გადაეცა.
პსჟ-ს ლიგა 1-ში 14 ტურის შემდეგ 30 ქულით სატურნირო ცხრილში საწყისი პოზიცია უკავია და უახლოეს მდევარ მარსელს მინიმალური სხვაობით უსწრებს. შემდეგი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 6 დეკემბერს, რენთან, საშინაო კედლებში უნდა ჩაატაროს.