ლუის ენრიკე: 'ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი'
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენმა უეფას სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო და ეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ტოტენჰემის წინააღმდეგ გააკეთა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტები კი პარიზელებმა უკეთ შეასრულეს. პსჟ 85-ე წუთამდე 2:0-ს აგებდა, თუმცა გუნდმა თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო.
ტოტენჰემმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ და გაცილებით აგრესიულად გამოიყურებოდნენ. არ ვიცი ეს შედეგი სამართლიანია თუ არა, თუმცა ფეხბურთია ასეთი.
ჩვენი გულშემატკივარი გამორჩეულია და მუდამ გვერდში გვიდგას - ამ ტიტულის მოგება სწორედ მათთვის გვსურდა. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათგან უფრო მეტს ველი, თუმცა ჩვენ მოსამზადებლად დრო საერთოდ არ გვქონია. - განაცხადა ლუის ენრიკემ
1 კალენდარულ წელში, ლუის ენრიკემ, მეხუთე ტიტული მოიგო, რაც კარიერაში მეორედ გააკეთა (ერთხელ ბარსელონას მწვრთნელობის დროს). 5 ტიტული დაუგროვდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც ესპანელმა მინდვრიდან მე-60 წუთზე გაიყვანა, თუმცა ახალი სეზონი მაინც გამარჯვვებითა და კიდევ ერთი თასით დაიწყო.