"ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი დე ლაურენტისისთვის ყველაზე პრიორიტეტულია" - იტალიელი ჟურნალისტი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
II Corriere della Sera-ს ჟურნალისტმა ჩირო ტროიზემ რადიო გადაცემა 1 Football Night-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა, გადაცემაში მას ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჰკითხეს:
ეს საკითხი დე ლაურენტისისთვის აბსოლუტურად ყველაზე პრიორიტეტულია და სწორედ ამით სურს დაწყება, რომ მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ყველა დეტალი მოგვარებული იყოს. ეს საკითხი კი არის ხელფასის ოდენობა, მას ექნება მაღალი ხელფასი, მაგრამ არა იმდენი, რაც მას შეეძლო მიეღო სხვა დიდ ევროპულ კლუბებში - მათ შორისაა ბარსა, რომელსაც დე ლაურენტისმა უარი უთხრა. - ჩირო ტროიზე - ჟურნალისტი
აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლის" კიმ მინ-ჯეს დაბრუნება სურს, ამის შესახებ Calcio Napoli 24 იტყობინება, როგორც გამოცემაში იწერება კიმმა "ბაიერნის" იმედები ვერ გაამართლა, ამიტომ იტალიელები იმედოვნებენ, რომ გერმანული გუნდი მათ მიერ 50 მილიონ ევროდ ნაყიდ სამხრეთკორეელ ფეხბურთელს, "ნაპოლიში" იჯარით დააბრუნებენ.