Belive

"ხვიჩა კვარაცხელიას რეალში ან ბარსელონაში თამაში სურს" - ნუკრი რევიშვილი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთის ჩემპიონატში თამაში სურს, ამის შესახებ ქართველი ფეხბურთელის ერთ-ერთი აგენტი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი საუბრობს, ინფორმაციას Sport24 აქვეყნებს.

ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლის თქმით, ხვიჩას რეალში ან ბარსელონაში თამაში სურს.

რომელი კლუბები იყვნენ ნაპოლის გარდა ხვიჩასთან ყველაზე ახლოს?

იუვენტუსისგანაც და რომასგანაც იყო ინტერესი, ასევე ბევრი ინგლისური და ესპანური გუნდიც დაინტერესდა. მაგრამ არავის ჰქონდა ისეთი ინტერესი, როგორიც ნაპოლის. დიდხანს აკვირდებოდნენ ხვიჩას - როგორ თამაშობს, გააქვს თუ არა გოლები, როგორ იქცევა მოედნის მიღმა, როგორ ცხოვრობს. მჯეროდა, რომ ხვიჩა იტალიაში წარმატებას მიაღწევდა. დიდი ტალანტები ჩვეულებრივ ზარმაცები არიან, მაგრამ ხვიჩა ძალიან შრომისმოყვარეა და აი შედეგიც. ის უკვე ნაპოლიში გადავიდა, მაგრამ დიდი მიზნები აქვს, მაგალითად, ითამაშოს მადრიდის რეალში, ბარსელონაში. მას ყოველთვის აქვს მოტივაცია, რომ უფრო დიდი ფეხბურთელი გახდეს - ციტირებს რევიშვილის სიტყვებს Sport24.

სხვა სტატიები