ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ორმაგ ხელფასს სთავაზობს
იტალიაში მრავალი წყარო ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დატოვებას გეგმავს, მყიდველთა სია გრძელია, მაგრამ ყველაზე აქტიური "პარი სენ-ჟერმენია", Tuttosport-ის ცნობით, ლიგა 1-ის გიგანტმა ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 9 მილიონი ევროს კონტრაქტი შესთავაზა.
ხვიჩა კვარაცხელია და ნეაპოლური კლუბი კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან Il Corriere della Sera-ს ცნობით, იტალიური გუნდი კვარას წელიწადში 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ მოთხოვნა 6 მილიონი ევროა + ბონუსები. 23 წლის ფეხბურთელის ირგვლივ ამბები ისე არ ვითარდება, როგორც თავად ფეხბურთელს სურს, რადგან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები კვარას საწინააღმდეგოდ წარიმართა.
"პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას არ წყვეტს, იმის მიუხედავად, რომ "ნაპოლიმ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავიანთი ფეხბურთელი არ იყიდება და მას კონტრაქტი იტალიურ გუნდთან კიდევ 3 წელი აქვს.