2000 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აზერბაიჯანულმა "შამქირმა" შინ ლატვიური "სკონტო" 4:1 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიქი ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შეასრულა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც "შამქირის" რიგებში ასპარეზობდა, მე-3, 90-ე და მე-100 წუთებზე გაიტანა. პირველი შეხვედრა "სკონტოს" 2:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანურმა გუნდმა გაიმარჯვა - 5:4.