Belive

ბრესტი Vs პსჟ - პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა Uefa-ს ვერსიით

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ბრესტს'' დაუპირისპირდება.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. პარიზული კლუბის თერთმეტეულშია ხვიჩა კვარაცხელია, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე ,,პსჟ-ს'' მაისურით სადებიუტო მატჩი იქნება.

,,პარი სენ ჟერმენის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

,,ბრესტისა'' და ,,პსჟ-ს'' შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები