ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, პარიზში ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც 30 ფინალისტს შორის მოხვდა, გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა:
30 - რუბენ დიაში
29 - რანდალ კოლო მუანი
28 - მარტინ ოდეგორი
27 - ნიკოლო ბარელა
26 - ჯამალ მუსიალა
25 - იოშკო გვარდიოლი
24 - ბუკაიო საკა
23 - ანდრე ონანა
22 - კიმ მინ-ჯე
21 - ანტუან გრიზანი
20 - ლაუტარო მარტინესი
19 - ჰარი კეინი
18 - ჯუდ ბელინგემი
17 - ხვიჩა კვარაცხელია
კვარამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა, სერია A-ს საუკეთესოდ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.