Belive

ხვიჩა კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი - ლივერპულის გულშემატკივრების არჩევანი

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი? - ლივერპულის ბრიტანულმა საიტმა Anfield Watch-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გულშემატკივრებს ორი ფეხბურთელიდან რომელიმე უნდა აერჩიათ, რომელსაც ლივერპულში იხილავდნენ. კენჭისყრის შედეგად მეტი ხმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო, სულ გამოკითხვაში 5410-მა ფანმა მიიღო მონაწილეობა და კვარამ ხმების 58.8% მოიპოვა, ხოლო გორდონმა დანარჩენი, ანუ 41.2%.

ბრიტანულმა საიტმა აღნიშნულ გამოკითხვას სტატიაც მიუძღვნა:

ლივერპულს ორივე ფეხბურთელს ხშირად უკავშირებენ, რადგან კლუბს სავარაუდოდ ამ ზაფხულს ახალი შემტევის დამატება მოუწევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ლუის დიასი კლუბს დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხბურთელი შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა, ლივერპულის ქომაგებს ამ ორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი, მათ გასულ სეზონში, როგორც ხვიჩას, ისე ენტონის სათამაშო ხარისხი კარგად დაინახეს. თითოეულის ფასი საკმაოდ ძვირია, "ნაპოლის" ფეხბურთელი დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი ჯდება, გორდონის სატრანსფერო ღირებულებაც თითქმის იდენტურია.

კვარაცხელია და გორდონი პროფილით მსგავსი მოთამაშეები არიან. ორივე წარმოუდგენელი დრიბლიორია და ორივე ელვისებურად მიისწრაფვის გოლისკენ. მათ გარდა ლივერპულის სამიზნე კიდევ ერთი ფეხბურთელია და ეს ესპანელი ნიკო უილიამსია, მისი ღირებულება 47 მილიონი ფუნტია. - Anfield Watch

სხვა სტატიები