Belive

ვილი სანიოლი მამარდაშვილზე: "მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გადამდებია"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სუპერ სეივები, ლიდერობა და შთაგონება: რას მოუტანს გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი თვლის, რომ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლას შეუძლია გარდამტეხი გავლენა მოახდინოს საქართველოზეც. ის პირველი ქართველია, რომელიც ლივერპულს წარმოადგენს.

საქართველოდან პრემიერლიგაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს უთამაშია და სანიოლი იმედოვნებს, რომ 24 წლის ფეხბურთელის ინგლისში ყოფნა მის თანამემამულეებს შთააგონებს, რომ უმაღლესი დონისკენ ისწრაფვოდნენ.

ეს ძალიან დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისთვის და მისი განვითარებისთვის. საქართველოს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ ლიგებსა და ტოპ კლუბებში ითამაშებენ.

ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მაგალითი არ იქნება, არამედ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მიზანი: იშრომონ იგივე მიღწევისთვის.

არ მინდა ვთქვა, რომ მამარდა მოულოდნელად განვითარდა, თუმცა ვალენსიაში მას ძალიან, ძალიან სწრაფი პროგრესი ჰქონდა.

ლივერპულის მეკარეობა, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ მას საკმარისად სტაბილური გონება აქვს, რომ სხვა სახის ზეწოლასაც გაუმკლავდეს.

როდესაც კარიერას საქართველოში იწყებ და ასე სწრაფად ეგუები ესპანურ ფეხბურთს, ნიშნავს, რომ ინგლისურ ფეხბურთსაც ძალიან კარგად მოერგება.

იმ ლიდერულ თვისებებს, რომელსაც ის ჩვენთან ერთად ავლენს, ლივერპულშიც მიიტანს. ის არის მეკარე, რომელიც სეზონის განმავლობაში ბევრ ქულას დაგიზოგავთ. ხაზზე ძალიან მაგარია, არის მაღალი და ამავდროულად სწრაფი.

როდესაც საქმე კარის ხაზის დაცვას ეხება, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა.
მან ასევე იცის, როგორ მოუტანოს სხვებს თავდაჯერებულობა, რადგან ის საკმაოდ მშვიდი ადამიანია. მას ძალიან პოზიტიური სიმშვიდე აქვს. - ვილი სანიოლის ინტერვიუ Liverpoolfc.com-თან

გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატის 4 მატჩში 29 სეივი განახორციელა - აქედან 21 ჯგუფურ ეტაპზე, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ლივერპულის დაინტერესებაც სწორედ ამ საოცარ თამაშს მოჰყვა და გიორგი 35 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა 1 წლით ვალენსიაში იჯარის წესით დატოვა.

სტატია მომზადებულია Liverpoolfc.com-ის მიხედვით.

სხვა სტატიები