ხვიჩა კვარაცხელია წლის ბოლო მატჩის განაცხადში არაა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ წლის ბოლო მატჩს საფრანგეთის თასზე, ფონტენეს წინააღმდეგ გამართავს - თასის 1/32 ფინალში სამოყვარულო კლუბი (ფონტენე) მასპინძელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბმა უკვე 2 ეტაპი გადალახა და მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრის უფლება მოიპოვა, პსჟ კი 2025/26 წლების სეზონის თასის გათამაშებაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
პარიზულმა კლუბმა აღნიშნული თამაშისთვის ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა და როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერების ნაწილი დაასვენა, მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც წლის ბოლო თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.
პსჟ-მ განაცხადში დატოვა დეზირე დუე და უსმან დემბელე, რომლებიც ტრავმისგან ახალი დაბრუნებულები არიან და ფორმის აღდგენა სჭირდებათ.
Le groupe parisien pour cette dernière échéance de 2025 ! 📑#CDF pic.twitter.com/4bpCk4GEC9
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) December 20, 2025