Belive

ხვიჩა კვარაცხელია თორნიკე შენგელიას მატჩს დაესწრება?!

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიასა და ხვიჩა კვარაცხელიას კარგი მეგობრობა აკავშირებთ და იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კვარა შესაძლოა საკალათბურთო მატჩზე ვიხილოთ.

30 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე, "ბასკეტ ნაპოლი" - "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლებს და როგორც IL MATTINO იუწყება, დიდი ალბათობით მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო დაესწრებიან. იტალიური მედია საშუალება ასევე აღნიშნავს, რომ უდინეში გამართულ საფეხბურთო მატჩს თორნიკე შენგელია ესწრებოდა და თავის თანამემამულესა და მეგობარს აქტიურად გულშემატკივრობდა.

სხვა სტატიები