Belive

ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ბოლო სათამაშო კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სტატისტიკურმა კომპანია Whoscored-მა ევროპაში 5 საუკეთესო შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურების საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, მისი კოეფიციენტი კი 8.9 ქულას უდრიდა.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც ლონდონის "ჩელსის" მეკარე, კეპა არისაბალაგა, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, სერჟ გნაბრი, ლონდონის "არსენალის" ცენტრალური მცველი, გაბრიელ მაგალიაესი და სხვები არიან.

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები