Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდ WhoScored.com-ის ვერსიით, ,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სექტემბრის თვის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

კვარამ გასულ თვეში 7.63-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ ლუკას მარტინესს (7.89), დომენიკო ბერარდისა (8.11) და ლაუტარო მარტინესს (8.1) ჩამორჩა.

ხვიჩამ სექტემბერში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სიმბოლურ გუნდში, კვარაცხელიას გარდა, ნეაპოლელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი - პიოტრ ზელინსკი მოხვდა.

სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები