Belive

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურში ვერ მოხვდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგაზე 32-ვე გუნდმა ჩაატარა შეხვედრა და პირველი ტური ოფიციალურად დასრულდა. უეფამ პირველი კვირის საუკეთესოები დაასახელა: მათ შორის ტურის MVP (ყვველაზე ღირებული მოთამაშე) და 11 კაცისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი. სამწუხაროდ, ამ სიაში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ატალანტასთან მოგებულ მატჩში (4:0) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

უეფას ოფიციალური თერთმეტეული ასეთია:

მეკარე: ხერონიმო რული (მარსელი)

მცველები: იუსუფა მბოჯი (პრაღის სლავია), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), დერიკ ლუკასენი (პაფოსი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო მადრიდი)

ნახევარმცველები: მარკუს რაშფორდი (ბარსელონა), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე), პედრო ბიკალიო (ყარაბაღი), ტრინკაუ (სპორტინგი)

თავდამსხმელები: მარკუს ტურამი (ინტერი), ჰარი კეინი (ბაიერნი)

უეფამ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მარკუს რაშფორდი დაასახელა.

სხვა სტატიები