Belive

ხვიჩა კვარაცხელია სალერნიტანასთან ძირითად შემადგენლობაშია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მე-20 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე "სალერნიტანას" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე არის დაგეგმილი.

ქართველი ფეხბურთელი შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

სატურნირო ცხრილში "ნაპოლი" 28 ქულით მე-9 პოზიციაზეა (8 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება).

სალერნიტანას 12 ქულა აქვს და ბოლო მე-20 ადგილს იკავებს (2 მოგება, 6 ფრე და 11 წაგება).

სხვა სტატიები