ხვიჩა კვარაცხელია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა | PHOTO
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 20 იანვარს, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ 5 დაიჭრა.
გარდაცვლილებს შორის, ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის გამოცხადების შემდეგ, ყოფილმა სამხედრომ თავი მოიკლა.
საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა. მომხდართან დაკავშირებით, კვარამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე "Story" განათავსა.
Live.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.