ვიქტორ ოსიმენი: "კვარა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და ამავე დროს კარგი ბიჭია"
"ნაპოლის" საუკეთესო ბომბარდირმა, ვიქტორ ოსიმენმა, შეტევის ხაზში მისი პარტნიორისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"კვარასთან მოედანზე ურთიერთობა მყისიერი დამთხვევა იყო. ის ძალიან დიდი ნიჭის პატრონი ფეხბურთელია და ამავე დროს კარგი ბიჭია. ყველა აღმერთებს მას. არ ვიცი როგორ დავახასიათო, მაგრამ, როგორც კი დავინახე მისი თამაში, მივხვდი, რისი მოტანა შეეძლო გუნდისთვის.
გულწრფელები უნდა ვიყოთ - ბრავო კვარაცხელიას იმის გამო, რასაც ის იტალიაში პირველ სეზონში აკეთებს. წინ კიდევ 2 თვეა და მას შეუძლია დაწყებული სამუშაო შესანიშნავად დაასრულოს", - თქვა ნიგერიელმა თავდამსხმელმა.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავს, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 31 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.