Belive

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გულშემატკივრებმა მარტის MVP-ად აირჩიეს. ნაპოლის ოფიციალურ აპლიკაციაზე კენჭისყრის შედეგად, გულშემატკივრებმა ქართველი შემტევი თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

კვარა პირველი არაიტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც MVP-ის ჯილდო ამ სეზონში ზედიზედ ორი თვის განმავლობაში მიიღო. ხვიჩამ 3 მარტს ჯერ "იუვენტუსს" გაუტანა გოლი და ის შეხვედრა ნაპოლიმ 2:1 მოიგო, 8 მარტს კი "ტორინოსთან" გოლით ქართველმა გუნდი წაგებისგან იხსნა.

კვარაცხელიას, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები