ხვიჩა კვარაცხელია მე-3 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, სტუმრად კვიპროსი 1:2 დაამარცხა.
კვიპროსთან გამართულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და 27-დან 23 (85%) სწორი გადაცემა გააკეთა. ვებგვერდმა WhoScored.com-მა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და 9-ქულიანი შეფასება დაუწერა.
აღსანიშნავია, რომ WhoScored.com-მა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი
მეკარე: ედვინას გერტმონასი (ლიეტუვა 8.9)
მცველები: მარვინ მარტინსი (ლუქსემბურგი 7.7), ედვინას გირდვაინისი (ლიეტუვა 8.9), რობერტ ივანოვი (ფინეთი 8.0), ტეო ერნანდესი (საფრანგეთი 8.4)
ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (ჩეხეთი 9.4), ლუკას ზელარაიანი (სომხეთი 9.9), ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია 9.7), მიხაილო მუდრიკი (უკრაინა 8.0)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო 9.0), გრანტ-ლეონ რანოსი (სომხეთი 9.0).