Belive

ელიფ ელმასი ლაიფციგის ფეხბურთელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად ელიფ ელმასი "ნაპოლის" მოთამაშე აღარ არის. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი "ნაპოლიდან" "ლაიფციგში" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მან სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განმარტა, რომ ელმასს მეტი სათამაშო დრო სურდა, ამიტომ კლუბმა ლაიფციგის შეთავაზება მიიღო.

შეგახსენებთ, 24 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი ნეაპოლელთა რიგებში 2019 წლიდან გამოდიოდა. 141 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები