ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს წლის საუკეთესო შემტევებშია ნომინირებული
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს წლის საუკეთესო შემტევებშია ნომინირებული.
FIFA The Best-ის დაჯილდოება, დოჰაში ქალაქ კატარში, ხვალ 16 დეკემბერს გაიმართება და კვარას გარდა კიდევ 21 ფეხბურთელს ექნება ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შანსი. პსჟ-დან შემტევებში წარმოდგენილნი არიან: ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე და დეზირე დუე. ცერემონიაზე გამოვლინდებიან სხვადასხვა პოზიციის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელები.
ასევე გეტყვით, რომ დაჯილდოების მომდევნო დღეს, 17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ ფლამენგოს დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი.