Belive

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო სტატისტიკური პორტალის, Whoscored-ის მიერ შედგენილ წინა საფეხბურთო კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატისგან შემდგარ სიმბოლურ თერთმეტეულში 21 წლის ქართველთან ერთად, მისი თანაგუნდელებიდან ვიქტორ ოსიმენი მოხვდა. გუნდში ასევე ლონდონის "არსენალის" მეკარე, აარონ რამსდეილი, "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი ჯეიმს უორდ-პრაუსი, "ატალანტას" თავდამსხმელი, რასმუს ჰოილუნდი და სხვები მოხვდნენ.

თავისთავად ცხადია, რომ კვარა სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ამ სათამაშო კვირაში ის გამორჩეული თანაგუნდელებთან, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან, ამირ რაჰმანისთან, ვიქტორ ოსიმენთან, "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან და სხვებთან ერთად იყო.

ხვიჩა კვარაცხელიამ წინა ტურში, რომელიც სერია A-ს მიმდინარე სეზონში რიგით მე-18 იყო, ტურინის "იუვენტუსთან" - 5:1 მოგებულ შეხვედრაში გოლისა და ორი საგოლე პასის ავტორი გახდა.

რაც შეეხება, თავად “ნაპოლის” იტალიის სერია A-ში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები