Belive

როგორი იქნება პარი სენ ჟერმენის შემადგენლობა ახალ სეზონში?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენი 2026-2027 წლების სეზონს 12 აგვისტოს, ასტონ ვილასთან ევროპის სუპერთასის შეხვედრით გახსნის.

ახალი სეზონის დაწყებამდე, რამდენიმე ფრანგული გამოცემა ლუის ენრიკეს გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პსჟ-ს, ჯერჯერობით, ოფიციალურად არავინ უყიდია, თუმცა საუბარია რამდენიმე ფეხბურთელზე, რომლებიც, უდიდესი ალბათობით, კარიერას სწორედ პარიზში გააგრძელებენ.

გარდა ამისა, პარი სენ ჟერმენმა გუნდიდან გონსალუ რამუში (74 მილიონ ევროდ მილანში), რანდალ კოლო მუანი (41 მილიონ ევროდ იუვენტუსში) და კანგ-ინ ლი (40 მილიონ ევროდ ატლეტიკოში) გაუშვა. კლუბის დატოვებასთან ახლოსაა ბრედლი ბარკოლაც, რომლის ტრანსფერითაც ლივერპული ინტერესდება.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა თითოეულ პოზიციაზე ძირითადი მოთამაშითა და მისი შემცვლელით:

  • მეკარე - სუძუკი

  • მცველები - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი

  • ნახევარცმველები - ნევეში, ვიტინია, რუისი

  • თავდამსხმელები - კვარაცხელია, დემბელე, დუე

სუძუკის შემცვლელი - საფონოვი

მენდეშის შემცვლელი - დინი

პაჩოს შემცვლელი - ერნანდესი

მარკინიოსის შემცვლელი - ზაბარნი

ჰაკიმის შემცვლელი - ზაგე

ნევეშის შემცვლელი - მაიულუ

ვიტინიას შემცვლელი - ზაირ-ემერი

რუისის შემცვლელი - დრო

კვარაცხელიას შემცვლელი - გოდტსი

დემბელეს შემცვლელი - ფერან ტორესი

დუეს შემცვლელი - მბაიე და აკლიუში

View this post on Instagram

A post shared by PARISFOREVER (@parisforever_)

სხვა სტატიები