ხვიჩა კვარაცხელია: "აქ ვარ იმისთვის, რომ მოვიგო"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ"-თან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახლა უკვე ოფიციალურად, ფრანგული გრანდის ფეხბურთელია. სამედიცინო შემოწმებისა და კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ხვიჩამ პსჟ-ის ტელევიზიას პირველი ინტერვიუ მისცა.
პირველი გრძნობები...
პსჟ-ის მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია. ჩემთვის ოცნება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაში. ძალიან ვამაყობ, ეს ოცნებაა და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ავასრულოთ ჩვენი ოცნებები.
გადაწყვეტილების მიღება
პროექტმა დამარწმუნა აქ ჩამოსვლაში. მე ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს და როგორ მუშაობს ის ფეხბურთელებთან. ეს შეესაბამება ჩემს ხასიათს. აქ ბევრმა დიდმა მოთამაშემ ითამაშა, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია. როცა პარიზში ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა.
კლუბის მოთამაშეებთან ნაცნობობა
დიახ. ვიცნობ ზოგიერთ მოთამაშეს. ფაბიანს (რუისი), ვისთან ერთადაც "ნაპოლიში" ვთამაშობდი. და ვიცნობ ჯიჯოს (დონარუმას), რომელთანაც პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლამდე ვისაუბრე.
ლუის ენრიკესთან მუშაობა
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდები ფეხბურთელი, რომელსაც ის გაწრთვნის.
გულშემატკივრებს
მინდა რაც შეიძლება მალე შევხვდე მათ და ქომაგთან ერთად განვიცადო უდიდესი ემოციები - ბედნიერი ვარ, რომ მათი ოჯახის წევრი გავხდი . - ხვიჩა კვარაცხელია PSG TV-სთან