გონსალო რამოშის ბოლო სეზონი პარიზულ კლუბში?
გონსალო რამოშმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა პარიზული კლუბი დატოვოს. პორტუგალიელმა ფორვარდმა გუნდში სტაბილური ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ზაფხულში საკუთარი მომავლის ვარიანტების განხილვისთვის მზადაა.
24 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სასტარტოში მხოლოდ 14-ჯერ ითამაშა, თუმცა ამ დროში 12 გოლის გატანა მოახერხა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით სიახლეები მოსალოდნელია. კლუბში აფასებენ მის პროფესიონალიზმსა და დამოკიდებულებას, თუმცა მზად არიან განიხილონ ისეთი შეთავაზებები, რომლებიც პორტუგალიელს რეგულარული სათამაშო დროის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
🚨 Gonçalo Ramos can leave Paris Saint-Germain in the summer, it’s a serious possibility.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 2, 2026
Ramos will focus on helping PSG until the very end of another magic season, top professional always appreciated internally.
In the summer, exit possible with several clubs keen and new… pic.twitter.com/apdjyNnuRS
რამოში პარიზულ კლუბში ბენფიკადან თავდაპირველად იჯარით გადავიდა, ხელშეკრულებაში კი სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი - 65 მილიონი ევრო იყო გათვალისწინებული. რამოშმა პარიზელთა მაისურით 127 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ძირითადი შემადგენლობის მიღმა რჩებოდა.