Belive

ხესე: ,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის - არ წახვიდე რეალში! აქ უნდა დარჩე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალისა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ხესემ, კილიან მბაპეს ,,სამეფო გუნდში'' შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:

,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის: ,,არ წახვიდე! აქ უნდა დარჩე.'' მეჩვენება, რომ კილიანი გადაწყვეტილების მიღებისას, უფრო პიროვნულ ზეწოლას გრძნობდა, ვიდრე პროფესიულს...

მან მითხრა, რომ მადრიდის ,,რეალში'' გადასვლას აპირებდა,'' - ხესეს სიტყვებს AS-ი ციტირებს.

მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ ,,პსჟ-სთან'' ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა, ფრანგულ და ესპანურ მედიაში ფეხბურთელის ,,რეალში'' გადასვლაზე მაინც ბევრი იწერება.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები