Belive

Globe Soccer Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული ფეხბურთისადმი მიძღვნილი Globe Soccer Awards-ის სპეციალური გამოცემა სახელწოდებით „ევროპული გამოცემა“ იტალიაში გაიმართა. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, მათ შორის წლის საუკეთესო კლუბი, წლის საუკეთესო მწვრთნელი და რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო მოთამაშე.

წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი: ჯილდო გადაეცა "პსჟ-ის ვარსკვლავს კილიან მბაპეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა თავის გუნდს და გულშემატკივრებს და პსჟ-ს "საუკეთესო გუნდი საფრანგეთში" უწოდა.

წლის საუკეთესო მწვრთნელი: ხაბი ალონსომ ეს ჯილდო ლევერკუზენის "ბაიერის" ისტორიული დუბლისთვის და 51-თამაშიანი წაუგებელი სერიისთვის მიიღო.

წლის საუკეთესო მამაკაცთა კლუბი: "მანჩესტერ სიტიმ" ეს ტიტული ზედიზედ მეოთხე პრემიერლიგის მოგების შემდეგ დაიმსახურა.

წლის საუკეთესო ქალთა კლუბი: "ბარსელონამ" პირველობა არავის დაუთმო, მათ ქალთა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგეს.

წლის საუკეთესო ბომბარდირი: ჰარი კეინმა ბუნდესლიგაში 36 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 8-ჯერ გაიტანა.

წლის აღმოჩენა: ჯან პიერო გასპერინის "ატალანტამ" ევროპა ლიგის ფინალში ლევერკუზენს წაუგებელი სერია დაუმთავა, რანგით მეორე ევროპული ტიტულის მფლობელები წლის აღმოჩენად დაასახელეს.

პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი: მიკელ არტეტა

სხვა სტატიები