Belive

,,ხელი აწიეთ, თუ დაინახეთ, რომ ალვარესი ბურთს ორჯერ შეეხო'' - სიმეონე რეალთან მარცხის შემდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. არგენტინელ სპეციალისტს ხულიან ალვარესის პენალტზეც ჰკითხეს, რომელიც იმიტომ გაუქმდა, რომ თავდამსხმელი დარტყმისას ბურთს 2-ჯერ შეეხო:

,,იღბალზე არ ვილაპარაკებდი, მირჩევნია ვისაუბრო იმაზე თუ როგორ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და როგორ იბრძვიან ისინი ყოველთვის.

მატჩს ვაკონტროლებდით და ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობაც გვქონდა, თუმცა კომბინაციები შედეგიანად ვერ დავასრულეთ. მეტოქე ბურთს ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები არ შეუქმნია. მათ პენალტი ვერ გაიტანეს, ჩვენ კი, ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ.

ალვარესის გაუქმებული თერთმეტმეტრიანი? აქამდე არასდროს მინახავს, პენალტების სერიაში VAR ჩარეულიყო... აიწიეთ ხელი, ვინც ფიქრობთ, რომ ხულიანი ბურთს ორჯერ შეეხო... ხედავთ? ხელს არავინ იწევს.

ჩემი გუნდითა და გულშემატკივრებით ვამაყობ. რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის გვიგებს, მაგრამ მათ ეს ნამდვილად ძალიან უჭირთ.''

- დიეგო სიმეონე

სიმეონს კომენტარს სოციალურ ქსელში დანი სებალიოსი გამოეხმაურა, რომელმაც ,,როხიბლანკოს'' მწვრთნელის ვიდეო გააზიარა და პოსტს აწეული ხელის ,,ემოჯი'' დაურთო.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატლეტიკო'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ლონდონის ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები