Belive

რეალი ჰუისენის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალსა და ბორნმუთს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დინ ჰუისენის სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამეფო კლუბი ტრანსფერს გააოფიციალურებს.

20 წლის ცენტრალურმა მცველმა რეალის ყურადღება პრემიერ ლიგაში ბრწყინვალე თამაშის შედეგად მიიპყრო და ბლანკოსის წარმომადგენლები მას მომავლის პროექტის შეუცვლელ წევრად განიხილავენ. შესაბამისად, რეალი ჰუისენის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას დათანხმდა, ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდება.

მართალია ჰუისენი ნიდერლანდებში დაიბადა, მაგრამ ესპანეთის ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო და 2 მატჩიც ჩაატარა. რაც შეეხება ბორნმუთს, ჰუისენმა პრემიერ ლიგის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები