Belive

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მბაპემ 5 კილოგრამი დაიკლო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის შემტევმა, კილიან მბაპემ, კუჭ-ნაწლავის ანთების გამო რამდენიმე დღე აშშ-ს საავადმყოფოში გაატარა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი 2 მატჩი გამოტოვა.

მარკას ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა ამ პერიოდში 5 კილოგრამი დაიკლო. როგორც ესპანური გამოცემა წერს, კილიანი სპორტდარბაზში ვარჯიშობს და შესაძლოა, პარასკევს ბოლო ტურშიც ითამაშოს, თუმცა ვარჯიშებზე ის თავს ბოლომდე კარგად ვერ გრძნობდა.

რეალი, რომელსაც 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ზალცბურგის წინააღმდეგ გამართავს.

2024-2025 წლების სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,სამეფო კლუბის'' მაისურით ჩატარებულ 56 შეხვედრაში 43 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები