Belive

ხავიმ ლეო მესისთან შემდგარი მიმოწერა გაასაჯაროვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ხავიმ ლეო მესისთან შემდგარი მიმოწერა გაასაჯაროვა. გასულ პარასკევს, კატალონიურ გრანდში მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნებულ ხავის კლუბის ლეგენდამ წარმატება უსურვა. რონალდ კუმანის გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა ხავის რთული მისია დააკისრეს. წარდგენის ცერემონიალის დროს, ხავიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მესისგან მხარდაჭერის შემცველი შეტყობინება მიიღო.
"ლეო მესიმ მომწერა და "ბარსელონაში" წარმატება მისურვა. მესი ისევე, როგორც ეტო'ო და რონალდინიო წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის ჩვენთან აღარაა. კლუბის მშენებლობასა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან", - აღნიშნა ხავიმ. 
 

სხვა სტატიები