ესპანურ მედიაში ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლევერკუზენის'' შემტევმა, ფლორიან ვირცმა, კარიერა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს. ინფორმაციას Football Espana ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ინტერესდება ,,ბარსელონა'', რომლისთვისაც ვირცი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
როგორც Mundo Deportivo წერს, კატალონიელები შესაბამისი ეკონომიკური მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, გერმანელის ყიდვას ამავე ზაფხულს შეეცდებოდნენ, თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ ტრანსფერზე მუშაობა 2025 წლის ზაფხულში დაიწყება.
შემტევი ნახევარმცველის ყიდვა, რომელზეც არაერთი გრანდი ნადირობს, ,,ბარსელონას'' სპორტული დირექტორის, დეკუს დიდი სურვილია.
ვირცი ,,ლევერკუზენის'' ღირსებას 2020 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში გერმანელმა ,,ფარმაცევტების'' მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.
❗️If Barcelona had the money, they would have tried to sign Florian Wirtz this summer. The club has inquired about him, and hope to be in a good economic situation next year in order to sign him.
— Barça Universal (@BarcaUniversal) June 6, 2024
— @mundodeportivo pic.twitter.com/vQ20cJ0m43