Belive

ხავიმ ბარსელონას ხელმძღვანელობას დემბელეს შემცვლელის ყიდვა სთხოვა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' შემტევმა, უსმან დემბელემ, კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ კარიერის გაგრძელება ,,პარი სენ ჟერმენში'' სურს.

Diario Sport-ის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი ფეხბურთელის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, რადგან მას ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევდა.

როგორც ესპანური მედია წერს, ხავიმ ,,ბარსელონას'' ხელმძღვანელებს დემბელეს შემცვლელად გარემარბის ყიდვა სთხოვა. 

გუნდში ჟოაო ფელიქსის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც თავად მწვრთნელის გეგმებში არ შედის. პორტუგალიელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ,,ბარსელონაში'' თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

სხვა სტატიები