Belive

FourFourTwo-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მატჩები დაასახელა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მატჩების ათეული შეადგინა.

რეიტინგში პირველი ადგილი ,,ლივერპულსა'' და ,,მილანს'' შორის 2004-2005 წლების სეზონის ფინალურმა შეხვედრამ დაიკავა.

ლეგენდარული მატჩის პირველ ტაიმში ,,როსონერი'' მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით უგებდა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ,,მერსისაიდელებმა'' იმარჯვეს.

ჩეპიონთა ლიგის Top 10 მატჩი FourFourTwo-ს ვერსიით ასე გამოიყურება:

  1. მილანი - ლივერპული (3:3, 2:3 პენალტების სერიაში) - 2004/2005

  2. ბარსელონა - პსჟ (6:1) - 2016/2017

  3. მანჩესტერ იუნაიტედი - ბაიერნი (2:1) - 1998/1998

  4. მილანი - ბარსელონა (4:0) - 1993/1994

  5. დეპორტივო - მილანი (4:0) - 2003/2004

  6. მონაკო - რეალი (3:1) - 2003/2004

  7. იუვენტუსი - მანჩესტერ იუნაიტედი (2:3) - 1998/1999

  8. აიაქსი - ტოტენჰემი (2:3) - 2018/2019

  9. დორტმუნდი - მალაგა (3:2) - 2012/2013

  10. ვერდერი - ანდერლეხტი (5:3) - 1993/1994

სხვა სტატიები