Belive

რატომ არ ჩანდა FC24-ის გარეკანზე საფრანგეთის რეალური ფორმა?

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

EA Sports FC-ის ახალი "ევრო 2024" რეჟიმი დღეს ოფიციალურად გამოვიდა, გუშინ კი სარეკლამო პოსტერი გავრცელდა. გულშემატკივრების დაბნეულობა საფრანგეთის ფორმასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ გამოიწვია.

"ქავერ არტი" საფეხბურთო ვარსკვლავებს ეროვნული გუნდის ფორმებში გამოსახავდა და გეიმერებისთვის თამაშის ახალი დამატება (UPDATE) უნდა ეცნობებინა. ჯუდ ბელინგემი, ალვარო მორატა, ვირჯილ ვან დაიკი და ფლორიან ვირცი მათ შორის არიან, ვინც გრაფიკაში თავიანთი გუნდის ფერებში არიან წარმოდგენილი, თუმცა უამრავმა გულშემატკივარმა შენიშნა რაღაც უცნაური საფრანგეთის ვარსკვლავ უსმან დემბელესთან დაკავშირებით. მას ეცვა საფრანგეთის არაბრენდირებული მაისური, იმავე ფერებით, თუმცა ემბლემისა და NIKE-ის ლოგოს გარეშე.

გაჩნდა აზრი, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები, ახალ დამატებაში არალიცენზირებული იქნებოდა, თუმცა დღეს ეს ამბავი არ დადასტურდა. თავად თამაშში ყველაფერი რიგზეა და საფრანგეთის ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ლიცენზია, უბრალოდ EA-ის არ აქვს ნებართვა გამოიყენოს საფრანგეთის ნაკრები სარეკლამო მასალისთვის. (საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გააფორმა ხელშეკრულება EA-ის უშუალო კონკურენტ Konami-სთან, რომელიც ქმნის eFootball-ს - ადრე ცნობილი როგორც Pro Evolution Soccer - საფრანგეთის ნაკრების სარეკლამოდ გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მათ აქვთ).

შეგახსენებთ, რომ განახლებაში დამატებულია საქართველოს ეროვნული ნაკრებიც და ევრო 2024-ის სრული ფორმატი. რეჟიმი ხელმისაწვდომია ყველა კონსოლზე - Xbox One-ისა და PlayStation 5-ის ჩათვლით.

სხვა სტატიები