Belive

ხავიერ ძანეტი თბილისშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის "ინტერის" ლეგენდარული კაპიტანი და ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი - ხავიერ ძანეტი თბილისშია. "ნერაძურის" ლეგენდა "ინტერის აკადემიას" ესტუმრა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ძანეტი "ინტერის აკადემიის" ბავშვებს შეხვდა და ტექბოლი ითამაშა. ძანეტის სტუმრობისას სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აკადემიის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ვიზიტი 3 დღეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში, ძანეტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს - ლევან კობიაშვილს, ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს, იტალიის ელჩს, "ინტერის" ფანკლუბის წევრებსა და ქართულ მედიას შეხვდება.

ფოტო: 1tv.ge

სხვა სტატიები