Belive

ხავიერ ძანეტი: "სიმეონე ჩემი მეგობარია და ვიცი, როგორ მოამზადებს გუნდს ინტერის წინააღმდეგ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრას დაესწრო, მისი გუნდის მეტოქე ესპანური ატლეტიკო იქნება. ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, ინტერს შეიძლებოდა უფრო რთული მეტოქე შეხვედროდა, თუმცა ძანეტი კმაყოფილი მაინც არ იყო:

ჩვენ კარგად ვიცნობთ "ჩოლოს" (დიეგო სიმეონე), ის ჩემი მეგობარია და ვიცი როგორც ამზადებს გუნდს მატჩებისთვის, ეს იქნება ორი თანაბარი თამაში, სადაც ატლეტიკო უკან არასდროს დაიხევს და ამას არც ჩვენ ვაპირებთ. ინტერი არის გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი ძლიერი მხარეები. გვაქვს მკაფიო იდეები, რის მისაღწევადაც ვმუშაობთ. გუშინდელი მატჩი ლაციოსთან ცუდად დავიწყეთ, თუმცა გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ჩვენ შეგვეძლო ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, თუმცა, სოსიედადი ძლიერი გუნდია და დამსახურებული პირველობაც მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგა ყოველი ეტაპის შემდეგ უფრო რთულდება, თებერვლისთვის საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ. ამ მომენტამდე, სიმონე ინძაგის გეგმა იდეალურად სრულდება, ვნახოთ რა იქნება სეზონის დარჩენილ ნაწილში. - განაცხადა ხავიერ ძანეტიმ

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5, 6, 12 და 13 მარტს შედგება. ინტერი შესანიშნავ ფორმაშია და სერია A-ს პირველ ადგილზე იმყოფება, მადრიდის ატლეტიკოს თამაში კი წინა წელთან შედარებით გამოსწორებულია და "ჩოლოს" გუნდი ისევ რთულად გადასალახი ბარიერი იქნება.



სხვა სტატიები