ხავიერ ძანეტის დაცვა წილისყრის დარბაზში არ უშვებდა
ინტერის ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ძანეტის მცირე უხერხულობა შეექმნა, როცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წილისყრის დარბაზში შესვლას ცდილობდა. ძანეტი გაბრაზდა, რადგან დაცვის თანამშრომელმა ის ვერ იცნო, დოკუმენტის გადამოწმების და სიტუაციის გარკვევის შემდეგ კი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი წილისყრას დაესწრო.
Inter Milan vice-President and club-record appearance holder Javier Zanetti was temporarily denied access to the Champions League draw on Monday as he did not have his accreditation 😲
— FootballChampions (@ChampionsTV_) December 18, 2023
pic.twitter.com/pjpUc4mImp
ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრას დაესწრო, მისი გუნდის მეტოქე ესპანური ატლეტიკო იქნება. ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, ინტერს შეიძლებოდა უფრო რთული მეტოქე შეხვედროდა, თუმცა ძანეტი კმაყოფილი მაინც არ იყო: "ჩვენ კარგად ვიცნობთ "ჩოლოს" (დიეგო სიმეონე), ის ჩემი მეგობარია და ვიცი როგორც ამზადებს გუნდს მატჩებისთვის, ეს იქნება ორი თანაბარი თამაში, სადაც ატლეტიკო უკან არასდროს დაიხევს და ამას არც ჩვენ ვაპირებთ" - განაცხადა ძანეტიმ წილისყრის შემდეგ.