ხავი: "წარსულის შიშით დაკომპლექსებულებმა ვითამაშეთ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სევდიანი ვარ ასეთი შედეგის ხილვით. მე-20 წუთიდან, მეჩვენებოდა, რომ რაღაც კომპლექსებით ვითამაშეთ, ახლო წარსულის შედეგების გამეორების შიშით. თუმცა, შემდეგ მოვახერხეთ ამ მომენტის დაჩრდილვა და თამაში ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. თუ მონეტას გადავატრიალებთ და ის "ბარსას" მხარეს დაეცემა, მაშინ სიტყვას არავინ იტყვის, მაგრამ ამჯერად პირიქით გამოვიდა. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ. ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დღეს მოედანს დაუბრუნდნენ. დიახ, ჩვენ იძულებულნი ვართ დავემშვიდობოთ შესაძლებლობას, ვიბრძოლოთ ტიტულისთვის, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპლექსები დაგვეძლია - ახლა ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია", - თქვა ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა."ბლაუგრანას" მხრიდან გამათანაბრებელი გოლები ორჯერ ლუკ დე იონგმა და ანსუ ფატიმ გაიტანეს, ხოლო "სამეფო კლუბის" მხრიდან თავი ვინიციუს ჯუნიორმა და ქარიმ ბენზემამ გამოიჩინეს, გამარჯვების გოლი პირველ დამატებით ტაიმში (98) ფედე ვალვერდემ გაიტანა.