Belive

ხავი: "სულელები არ ვართ, რეალი მსაჯებზე ზეწოლას ახდენს"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატში 22-ე ტურიც მიიწურა და გუშინ, მადრიდულ დერბიში "ხეტაფესთან" გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალი" ერთპიროვნული ლიდერი გახდა. სამეფო კლუბს 57 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ "ჟირონას" კი - 55. რეალი თანაქალაქელ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" უკვე 10 ქულით უსწრებს. კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც აქამდეც არაერთხელ გაუსვამს ხაზი, რომ მსაჯები რეალის სასიკეთოდ იხრებიან, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისტორიული მეტოქე და აღნიშნა, რომ მსაჯებზე ზეწოლა კვირიდან-კვირამდე იზრდება:

უკვე ვთქვი, რომ არ მომწონს, როცა მსაჯებზე ზეწოლას ახდენენ. რეალი კი ამას ყოველ კვირას აკეთებს. ჩვენ ამ მოცემულობას რამენაირად უნდა დავუპირისპირდეთ, ასი პროცენტით ვეთანხმები (ბარსელონას) პრეზიდენტს.

მე არ ვარ ფედერაციის ან ლა ლიგის ხელმძღვანელი. ამიტომ მიკვირს, რომ ამ ყველაფერს უშვებენ. მოცემულობა მთლიანად ცვლის ტურნირის არსს. კვირიდან- კვირამდე ყველაფერს უკიდურესობამდე მიჰყავთ. ბრმაც კი ხედავს თუ რა ხდება და ამის შესახებ დიეგო სიმეონემაც ისაუბრა. ჩვენ სულელები არ ვართ - განაცხადა ხავი ერნანდესმა

მანამდე "ბარსას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "რეალ მადრიდი" - "ალმერიას" თამაშზე საუბრისას განაცხადა, რომ ლა ლიგა გაფუჭებულია და მადრიდელებმა ამ სეზონში, უკვე ბევრჯერ ისარგებლეს მსაჯების დახმარებით.

44 წლის სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ,,ბლაუგრანამ'' ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. "ვილიარეალთან" საკუთარრ მოედანზე დამარცხების შემდეგ ხავიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს,

სხვა სტატიები