რატომ არ ეძლევა ვიტორ როკეს სათამაშო დრო? - ხავის პასუხი
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, გუნდის ბრაზილიელ თავდამსხმელზე, ვიტორ როკეზე ისაუბრა:
,,ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდით... ვიტორ როკეს ჩვენთან თამაში ივლისში უნდა დაეწყო და არა - იანვარში, მაგრამ გავისა და ბალდეს ტრავმის გამო, პირობების შეცვლა მოგვიწია.
ვიტორს ველოდებოდით, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. გუნდში ბევრი ძლიერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ის ჯერჯერობით ვერ ცვლის.'' - ხავი
,,ბარსელონამ'' ,,ატლეტიკო პარანაენსეს'' ვიტორ როკეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.
19 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ცენტრალურ თავდამსხმელს ,,ბლაუგრანასთან'' კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.