Belive

პაუ კუბარსიმ ვარჯიში განაახლა | მას სოსიედადთან თამაში სურს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში, სადაც "ბარსელონამ" "ცრვენა ზვეზდა" 2:5 დაამარცხა, მატჩის ბოლო წუთებზე, თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო, 17 წლის პაუ კუბარსიმ, რომელსაც სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და მას დაახლოებით მინიმუმ 10 ნაკერი დაადეს.

დღეს ახალი ფოტოები გავრცელდა სადაც ახალგაზრდა ესპანელი სპეციალური დამცავი ნიღბით გუნდთან ერთად ვარჯიშობს და როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მას ხვალ "სოსიედადთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება უნდა. მან თამაშის სურვილი გამოხატა და როგორც თანაგუნდელებს, ისე, ფლიკს და სამედიცინო პერსონალს აცნობა, რომ სურს შეუერთდეს გუნდს და ითამაშოს.

ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არის ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, მაგრამ როგორც წყაროებიდან ვიგებთ სამედიცინო პერსონალი მისი მდგომარეობით შეშფოთებულია და თამაშში ჩართვასაც ფრთხილობენ.

სხვა სტატიები