Belive

ჩემპიონთა ლიგის წყვილები გაირკვა!

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2024/2025 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კარგად ნაცნობი ჯგუფური ეტაპი აღარ იარსებებს. 32-ის ნაცვლად, 36 გუნდი 4 სხვადასხვა კალათტაში კოეფიციენტების მიხედვით არის გადანაწილებული. თითო კალათაში 9 გუნდია, თუმცა ისინი ერთიანი, დიდი ლიგის ფორმატით ითამაშებენ და თითოეული გუნდი 8 შეხვედრას ჩაატარებს. ყველა გუნდი 4-ვე ჯგუფიდან 2 შემთხვევით შერჩეულ ოპონენტს შეხვდება - ერთს შინ, მეორეს კი სტუმრად.

გუნდები კალათებში განაწილების მიხედვით

წესების მიხედვით, გუნდი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს ვერ შეხვდებოდა, თითოეულ კლუბს კი ერთი ქვეყნის 2 წარმომადგენელზე მეტთან დაპირისპირების უფლება არ ჰქონდა. წილისყრაში უმთავრესი როლი კომპიუტერმა შეასრულა (ადამიანური შეცდომების თავიდან ასარიდებლად).

მადრიდის "რეალის" მაგალითზე იხილეთ პირველი კალათის ყველა გუნდის მეტოქეები: რეალი "დორტმუნდს" (სახლში), "ლივერპულს" (სტუმრად), "მილანს" (სახლში), "ატალანტას" (სტუმრად), "ზალცბურგს" (სახლში), "ლილს" (სტუმრად), "შტუტგარტს" (სახლში) და "ბრესტს" (სტუმრად) ეთამაშება.

პირველი კალათის გუნდების მეტოქეები
მეორე კალათის გუნდების მეტოქეები
მესამე კალათის გუნდების მეტოქეები
მეოთხე კალათის გუნდების მეტოქეები

ჩემპიონთა ლიგა სტარტს 17 სექტემბერს აიღებს. ყველაზე მეტი ქულის მქონე 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გადავა, მე-9-დან 24-ე ადგილების ჩათვლით მყოფი გუნდები ორმატჩიან წინასწარი პლეი ოფის რაუნდს ითამაშებენ, შინ და გასვლაზე, და ასე დააკომპლექტებენ მერვედფინალს. 25-ე ადგილიდან 36-ე ადგილის ჩათვლით მყოფი გუნდები ევროტურნირს დაემშვიდობებიან და არც ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ.

სხვა სტატიები