Belive

ხავი: ,,გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ხეტაფესთან'' მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა:

,,გვარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც მისი კარიერა დაიწყო... ის ბრწყინვალეა, ნომერ პირველი! ყველა, ვისაც მასთან უმუშავია, მონუსხულია.

პეპს ჩემს თავს საერთოდ არ ვადარებ. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს მსგავსი შედეგები მეც მექნება და ეს გუნდისთვის მინდა და არა საკუთარი თავისთვის,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

ხვალ, ლა ლიგის 29-ე ტურში ,,ბარსელონა'' ,,ხეტაფეს'' ესტუმრება.

28 ტურის შემდეგ ხავის გუნდს 72 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,რეალს'' 13 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები