Belive

გვარდიოლას თქმით, ბაიერნთან მატჩის შემდეგ მისი გუნდი გადაღლილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ორ მატჩიანი დაპირისპირების შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" "ბაიერნი" დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა. "ქალაქელები" პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 9 მაისს, "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ გამართავენ.

ბავარიელებთან გამართული საპასუხო შეხვედრა "ალიანს არენაზე" საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მატჩი 1:1 დასრულდა და გვარდიოლას თქმით, ამან მისი გუნდი ძალიან გადაღალა.

"დაღლილები ვართ. არ ვიცი "შეფილდთან" შეხვედრისთვის როგორ ფორმაში ვიქნებით. შაბათის მატჩის წინ მართლაც რთული მდგომარეობაა.

გაგვიმართლა, რომ შეხვედრა პენალტების სერიამდე არ მივიდა. მათ ძალიან კარგი შანსები ჰქონდათ და ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, თუმცა, ჩვენ თავდაცვა კარგად მოვახერხეთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა BT Sport-თან საუბრისას.

სეზონის ბოლომდე, ყველა ტურნირზე, "სიტის" კიდევ 13 შეხვედრა დარჩა. "ქალაქელები" პრემიერ ლიგის, FA თასის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის იბრძვიან. გვარდიოლას გუნდს შესანიშნავია შანსი აქვს, რომ ტრებლი მოიგოს. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელსაც ეს შეძლო "მანჩესტერ იუნაიტედია".

სხვა სტატიები