ლუკა ტონი გვარდიოლას: ,,ფეხბურთი გაანადგურე, შენ გამო 4 წელი გუნდი ვერ ვიპოვე''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლუკა ტონი პეპ გვარდიოლასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს ავრცელებს.
ტონი ესპანელ სპეციალისტს ხუმრობით ეუბნება, რომ მან ცრუ-ცხრიანით თამაშის გამო ფეხბურთი გაანადგურა:
- პეპ, ცრუ-ცხრიანით თამაშით ფეხბურთი გაანადგურე! შენ გამო 4 წელი გუნდი ვერ ვიპოვე... შეგიძლია თქვა, რომ ეს ტაქტიკა მხოლოდ მესის შემთხვევაში გამოიყენე? მოგწონს თუ არა კლასიკური ცენტრფორვარდები? (იცინის) - ლუკა ტონი
გვარდიოლამ იტალიელს ასევე ხუმრობით უპასუხა:
კი, მომწონს თუ ჰოლანდი მყავს, რომელიც სეზონში 60 გოლს იტანს. მასთან ერთად ტრებლი მოვიგე... მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი მაგარი უნდა იყოს, გესმის?