Belive

ხავი: ,,დიდებული გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ბილბაოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,მაქსიმალურად ვეცადეთ! ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებით კარგად ვითამაშეთ დიდებული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა.

იამალს გამარჯვების გოლის გატანის შანსი ჰქონდა. შეგვიძლია, ჩვენი თამაშით ვიამაყოთ. წაგება კონცენტრირების ნაკლებობამ და კონკრეტულმა შეცდომებმა განაპირობა. ეს სათასო შეხვედრაა და ერთმატჩიან დაპირისპირებაში მეტოქის სტადიონზე გამარჯვება რთულია.

მშვიდად ვარ! წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირები რჩება.'' - ხავი

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში ,,ბარსელონა'' ,,ბილბაოსთან'' სტუმრად დამატებით დროში, ანგარიშით 2:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სხვა სტატიები