ბარსელონა კამპ ნოუს აბონემენტების გაყიდვას იწყებს
პარასკევს, 11 ოქტომბერს, ,,ბარსელონა'' განახლებული ,,კამპ ნოუს'' აბონემენტების გაყიდვას დაიწყებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კლუბი გასაყიდად 45 000 აბონემენტს გამოიტანს. თუ ბილეთების მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მეტი იქნება, გათამაშება ჩატარდება.
აბონემენტების მისაღებად რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება. ბილეთები სეზონის მეორე ნახევრისთვისაა განკუთვნილი და ლა ლიგის გარდა, ჩემპიონთა ლიგასაც (პოტენციური ბილეთები) მოიცავს. აბონემენტების ფასი 260-დან 755 ევრომდე მერყეობს.
ჯერჯერობით ,,კამპ ნოუზე'' დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. 2023 წლის ზაფხულის შემდეგ, კატალონიელები საშინაო შეხვედრებს ,,მონჟუიკზე'' მართავენ.
გაყიდული აბონემენტების რაოდენობით ესპანეთში ,,რეალი'' ლიდერობს (60 707), მეორე ადგილს ,,ატლეტიკო'' იკავებს (60 285), მესამეზე ,,ბეტისია'' (50 741), მეოთხეზე - ,,ატლეტიკი'' (43 649), მეხუთეზე კი - ,,სევილია'' (39 500).
ℹ Everything about the return to Spotify Camp Nouhttps://t.co/oqilvrPXfx
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 7, 2024