ხავი: ,,ბარსელონას მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლაა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ანტვერპენთან'' მატჩის წინ, კატალონიური გუნდის საჩემპიონთალიგო მიზნებზე ისაუბრა:
,,ამ მომენტისთვის მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ახლა მთავარი პლეი-ოფში გასვლაა. გასულ წელს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებდა. შარშან წილისყრაში არ გაგვიმართლა, რაც წელს უნდა დავამტკიცოთ.
ხვალ ბელგიის ჩემპიონის წინააღმდეგ ვთამაშობთ, ეს ძალიან კარგი გუნდია. გვინდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია კონკურენცია ნებისმიერს გავუწიოთ,'' - განაცხადა ხავიმ.
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კატალონიის ,,ბარსელონა'' ,,ანტვერპენს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.